Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების   შესახებ“   საქართველოს კანონის   22-ე   მუხლის    პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2  ნაწილების,  53-ე  მუხლის   პირველი,  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  54-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის    №135/ნ    ბრძანებით    დამტკიცებული   საჯარო    სამართლის იურიდიული პირის     – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.განისაზღვროს    სსიპ   – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში  2025-2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები  შემდეგი სახით:

1.1.ბაკალავრიატი/ქართულ    ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
ა) პირველსემესტრელთა რეგისტრაცია:
ა.ა) ხელშეკრულების გაფორმება და ადმინისტრაციული რეგისტრაცია  - 8-15 სექტემბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 17-22 სექტემბერი.


ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 18 აგვისტო - 22 სექტემბერი;
ბ.ბ) აკადემიური  რეგისტრაცია - 15-22 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო   მეცადინეობები   -  22 სექტემბერი   -  27 დეკემბერი,   5-10 იანვარი;
ბ.დ) საგამოცდო  პერიოდი     -   12 იანვარი     -   7 თებერვალი  (დასკვნითი გამოცდები), 13 - 20 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 29 დეკემბერი - 4 იანვარი, 21 თებერვალი - 1 მარტი.
გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 9 თებერვალი - 2 მარტი;
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 23 თებერვალი - 2 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები - 2 მარტი - 13 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 15 ივნისი - 11 ივლისი  (დასკვნითი  გამოცდები),
17 - 24 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 25 ივლისი - 20 სექტემბერი.
1.2. მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა
ა) პირველსემესტრელ მაგისტრანტთა/დოქტორანტთა რეგისტრაცია:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 25 - 29 სექტემბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 - 29 სექტემბერი.


ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 18 აგვისტო - 29 სექტემბერი;
ბ.ბ) აკადემიური  რეგისტრაცია - 22 სექტემბერი - 29 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები - 29 სექტემბერი  - 27 დეკემბერი,  5 – 17 იანვარი;
ბ.დ)   საგამოცდო  პერიოდი   -   20   იანვარი   -   7   თებერვალი  (დასკვნითი გამოცდები), 13-20 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 29 დეკემბერი - 4 იანვარი; 21 თებერვალი - 1 მარტი.


გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 9 თებერვალი - 2 მარტი;
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 23 თებერვალი - 2 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები - 2 მარტი - 13 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 15 ივნისი - 4 ივლისი (დასკვნითი  გამოცდები), 10- 17 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 18 ივლისი - 26 სექტემბერი.


2.    ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    დაევალოს   კანცელარიას,   ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

რექტორი ჯაბა სამუშია